ფეხბურთელს ფეხის თითის ტრავმა ჯერ კიდევ სრულად არ აქვს მოშუშებული, რის გამოც 9 აგვისტოს „ჩარლტონთან“ გასვლით შეხვედრაში მის არყოფნას "უოტფორდის" ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ჩაკვეტაძემ იგივე დაზიანება გასულ სეზონშიც მიიღო და სწორედ ამის გამო რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა ვერ შეძლო.

შესაძლო დაბრუნება ლიგის თასზე

უოტფორდი სეზონის მეორე მატჩს 12 აგვისტოს გამართავს – გუნდი საკუთარ მოედანზე ინგლისის ლიგის თასის ფარგლებში "ნორვიჩს" უმასპინძლებს. თუ ჩაკვეტაძის რეაბილიტაცია დროულად წარიმართა, ის შესაძლოა ამ შეხვედრაში განაცხადში მოხვდეს და მოედანზეც დაბრუნდეს.