„რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“ ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ბოლო ვარჯიში წყალტუბოში
რამაზ სვანაძის გუნდი შეხვედრას სრული შემადგენლობით ხვდება. მატჩის წინა დღეს ფეხბურთელებმა წყალტუბოში ინტენსიური ვარჯიში ჩაატარეს. სწორედ ამ ტრენინგის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გაბრიელ სიგუამ, ჟურნალისტებს გაუზიარეს მოსაზრებები და აღნიშნეს, რომ მთავარი მიზანი კარგი სტარტია.
ჯგუფი და გამოწვევები
საქართველოს ახალგაზრდებს რთული გზა ელით — ჯგუფში მეტოქეები იქნებიან ჩრდილოეთ ირლანდია, მალტა, ლატვია, საბერძნეთი და ერთ-ერთი ფავორიტი, გერმანია. სწორედ ამ გუნდებთან დაპირისპირება განსაზღვრავს ჩვენი გუნდის შანსებს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად.
გუნდური ბირთვი
სვანაძის გუნდში თამაშობენ როგორც საქართველოს ჩემპიონატის ახალგაზრდა ტალანტები, ისე ლეგიონერები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატებში ასპარეზობენ.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), საბა გეგიაძე (სპაერი), დავით გოცირიძე (გაგრა).
Comments powered by CComment