დაწყება იდეალური იყო: მე-7 წუთზე კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში ირაკლი იეგოიანის ძლიერი შორი დარტყმა ხარიხას მოხვდა — მასპინძლებს მეორე გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ.
პირველი ტაიმის შუაში სტუმრებმა მოახერხეს თამაშში დაბრუნება. „ნოტინგემ ფორესტის“ მოთამაშემ მეთიუ ორმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ბოლო წუთებში საქართველოს გამარჯვებაც შეეძლო — დიეგო დეისაძე მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმა ჩრდილოირლანდიელმა ფრეიზერ ბარნსლიმ მოიგერია. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ — 1:1 დასრულდა.
შემდეგი ნაბიჯი
სვანაძის გუნდი საკვალიფიკაციო ციკლს ოქტომბერში გააგრძელებს: ჯერ ლატვიას, შემდეგ კი მალტის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება — ორივე შეხვედრა გასვლაზე გაიმართება.
Comments powered by CComment