პირველი მატჩები
შესარჩევი ციკლი საქართველოსთვის თბილისში იწყება. 4 სექტემბერს ეროვნული გუნდი „დინამო არენაზე“ თურქეთს დაუპირისპირდება, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს. ოთხგუნდიან ჯგუფში მხოლოდ პირველადგილოსანი იღებს პირდაპირ საგზურს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე ადგილზე გასული კი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.
ახალი სახეები
ნაკრების რიგებში პირველად გამოიძახეს „მეცის“ შემტევი გიორგი აბუაშვილი და „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე. ორივე მათგანი უახლეს პერიოდში ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობდა და ახლა პირველად მიიღებს შანსს ეროვნულ გუნდში.
სექტემბრის მატჩებში ნაკრებს ვერ დაეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“), რომელსაც ფეხის თითის ტრავმა კვლავ აწუხებს.
სანიოლის სია:
-
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი“), დავით კერესელიძე („დილა“).
-
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“), ირაკლი აზაროვი („შახტარი“), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“), საბა ხვადაგიანი („მაქაბი ნეთანია“).
-
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“), გიორგი აბუაშვილი („მეცი“), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“), ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“).
-
თავდასხმა: ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“).
Comments powered by CComment