მომავალი დაპირისპირების შესახებ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურიკო დავითაშვილმა, გულშემატკივრებს საკუთარ მოლოდინებზე ესაუბრა:
ზურიკო დავითაშვილი: „ყოველთვის სასიხარულოა ნაკრებში დაბრუნება. ერთმანეთის ნახვა და საქართველოში თამაში განსაკუთრებული ემოციაა. საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მაქსიმალურად მომზადებული ვართ. თურქეთი ძლიერ გუნდს წარმოადგენს, მაღალი დონის ფეხბურთელებით. რთული თამაში გველის, მაგრამ ვიცით, რომ მაყურებელი ჩვენს გვერდით იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი არ გავაწბილოთ.“
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
Comments powered by CComment