ჩვენმა გუნდმა ამ ფანჯარაში ორი ოფიციალური შეხვედრა გამართა – ჯერ თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა, შემდეგ კი ბულგარეთი 3:0 დაამარცხა. მიუხედავად ამ წარმატებისა, დაგროვილი 2.09 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა პოზიციების მოსამატებლად და ნაკრებმა რეიტინგში ერთი საფეხურით უკან დაიხია.
საკვალიფიკაციო ჯგუფის სხვა მონაწილეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ესპანეთს უკავშირდება – „ფურია როხამ“ რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა მესამე პოზიციაზე ჩამოიტოვა. თურქეთი 27-ე ადგილზეა, ხოლო ბულგარეთი – 86-ე პოზიციაზე.
Comments powered by CComment