სტარტი და წინა ფონი
„ჯვაროსნებმა“ ციკლი თურქეთთან მარცხით (2:3) გახსნეს და ახლა მიზანი დაკარგული ქულის დაბრუნებაა. ბულგარეთმაც წააგო — ესპანეთთან 0:3 — და ორივე გუნდი თანაბრად დგას რთული მდგომარეობის წინაშე: მარცხი მუნდიალის გზას საგრძნობლად ართულებს.
ისტორიული შეხებები
საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან წარმატებული ბალანსი არ აქვს, თუმცა ბოლო ორი მატჩი განსხვავებული იყო. 2022-ში სანიოლის გუნდმა სტუმრად 5:2 იმარჯვა, თბილისში კი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
მეტოქე და დანაკლისები
ბულგარეთი ძირითადად 4-3-3 სისტემით თამაშობს. გუნდის ლიდერი კირილ დესპოდოვი ტრავმის გამო ვერ მონაწილეობს, რაც სერიოზული დანაკლისია. თუმცა მეკარე ვუცოვი და ცენტრალური მცველი ცენოვი გასულ მატჩში საუკეთესოები იყვნენ.
საქართველოს მდგომარეობა და ცვლილებები
ვილი სანიოლი თურქეთთან შეხვედრისას გაძევების გამო დისკვალიფიცირებულია და სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება.
სავარაუდოდ მარცხენა მცველის პოზიციაზე ირაკლი აზაროვი დაბრუნდება, შუაში შეიძლება შანსი ნიკა გაგნიძეს მიეცეს. ასევე, შესაძლოა შანსი ნოდარ ლომინაძეს მიეცეს. დანაკლისები ნაკრებს არ აქვს.
საუკეთესო ბომბარდირების დუელი
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მე-19 გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა სიაში გიორგი მიქაუტაძეს ერთი ბურთით ჩამორჩება. პირველ პოზიციაზე კვლავ შოთა არველაძეა (26 გოლი).
Comments powered by CComment