ახალგაზრდა ნახევარმცველი უკვე მონაწილეობს გუნდის შეკრებაში და შემოდგომაზე დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ოქტომბრიდან კი იგი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ჩაერთვება.
ლევან კალაძემ რამდენიმე თვის წინ ქართულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა:
„ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, სწორედ ის არის ჩემი მთავარი მოტივატორი. რონალდუ შრომისმოყვარე სპორტსმენია და მის თამაშებს ხშირად ვუყურებ,“ – განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
ლევან კალაძე ამ დროისთვის „სამტრედიის“ ფეხბურთელია. ზაფხულში მას კლუბის პირველ გუნდში დებიუტი საქართველოს თასის მატჩში უკვე ჰქონდა.
Comments powered by CComment