მიუხედავად ჭორების სიმრავლისა, ბრიტანული გამოცემა Villa News იტყობინება, რომ მიქაუტაძემ უკვე მიაღწია პირად შეთანხმებას „ასტონ ვილასთან“, ხოლო ახლა მოლაპარაკებები კლუბებს შორის ფინანსურ პირობებზე გრძელდება.
ბირმინგემულმა კლუბმა პირველ ეტაპზე „ლიონს“ 25 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც უარი მოჰყვა. ამის შემდეგ „ასტონ ვილამ“ 35 მილიონ ევრომდე გაზარდა.
„ასტონ ვილას“ შეტევითი ხაზის გაძლიერება სასწრაფოდ სჭირდება: პრემიერლიგის პირველ ორ ტურში გუნდმა გოლი ვერ გაიტანა და მხოლოდ ერთი ქულა აქვს. ამ ვითარებაში მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი პირადად დგას მიქაუტაძის ტრანსფერის უკან და მისი დამატება პრიორიტეტად მიიჩნევა. ბირმინგემელები პარალელურად ევროპის ლიგაზეც იასპარეზებენ.
თუ კლუბები ფინანსურ დეტალებზე შეთანხმებას მიაღწევენ, მიქაუტაძე დიდი ალბათობით კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.
Comments powered by CComment