შანდუნ ტაიშანის 32 წლის ქართველი შემტევი ლიგაში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა. სეზონი მან 30 მატჩში 27 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით დაასრულა, ხოლო ბომბარდირების დავაში, მხოლოდ ერთ ბურთით ჩამორჩა ფაბიო აბრეუს, რომელმაც ბოლო ტურში პოკერი შეასრულა.

ჩინეთის ორი ყველაზე ავტორიტეტული სპორტული გამოცემა ვაკოს „სეზონის მოთამაშედ“ ერთხმად აცხადებს და ხაზს უსვამს, რომ მისი თამაშის დონე მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალი იყო. მათივე შეფასებით, „ოქროს ბუცის“ არმიღებამ ვერ შეამცირა ის გავლენა, რომელიც ყაზაიშვილმა ჩემპიონატზე მოახდინა.

ჩინური მედია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვაკომ 11 გოლი სწორედ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს გაუტანა. ეს მაჩვენებელი ცალსახად რეალურ ხარისხს უსვამს ხაზს — მისი სტატისტიკა მხოლოდ სუსტი გუნდების წინააღმდეგ დაგროვილი გოლებით არ არის ფორმირებული.