გამარჯვება გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს შედეგი ფროზინონეს საშუალებას აძლევს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი კიდევ უფრო მყარად დაიკავოს და ქართველი შემთევის გუნდი ლიდერ „მონცას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

მატჩის ერთადერთი გოლი კუცუპიასმა 56-ე წუთზე გაიტანა – მომენტი, რომელმაც თამაში საბოლოოდ გადაწყვიტა. ფროზინონემ მატჩი გამართული სტრუქტურით და მაღალი დისციპლინით ჩაატარა, რაც გუნდს ბოლო კვირებში შედეგიანობის მთავარ საფუძვლად ექცა.

გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო მეკარე ლორენცო პალმისანი, რომელმაც 8.9 ქულით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მოიპოვა. მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი გადამწყვეტი აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ ეპიზოდებში, სადაც „რეჯიანა“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა.

გიორგი კვერნაძე და მისი ფროზინონე ამ სეზონში სტაბილურად მაღალი ტემპით თამაშობენ. გუნდი განსაკუთრებით ძლიერია გასვლით მატჩებში – 14 ტურიდან ფროზინონეს უკვე 28 ქულა აქვს და ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მყარად შემდგარი კოლექტივია. ბოლო ხუთი შეხვედრიდან გუნდმა ოთხი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, რაც ფროზინონეს ფორმას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ამ გამარჯვებით „ფროზინონე“ პირდაპირ კონკურენტებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ზედა საფეხურებზე ყოფნას დამსახურებულად ინარჩუნებს.