შეხვედრის დასაწყისში სტუმრებმა იერიშები ზედიზედ განახორციელეს და რიშარლისონის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა პარიზელებმა სწრაფად იპოვეს პასუხი — ვიტინიამ დისტანციიდან უმაღლესი კლასის დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში დრამატურგია კიდევ უფრო გამწვავდა: პსჟ-დან განათხოვრებულმა კოლო მუანიმ სტუმრები ხელახლა დააწინაურა, მაგრამ არც ეს გამოდგა საკმარისი. პარიზელების სწრაფ კომბინაციაში გადამწყვეტი როლი ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა — მისი დახვეწილი პასით ვიტინიამ დუბლი შეასრულა.
შემდეგ უკვე ფაბიან რუისისა და პაჩოს გოლებმა მასპინძლები დააწინაურეს, თუმცა კოლო მუანიმ კვლავ მოახერხა ანგარიშის შემცირება.
ბოლო სიტყვა მაინც ვიტინიამ თქვა: კვარაცხელიას აქტიურობის შემდეგ ხელით თამაშზე დანიშნული პენალტი თავადვე გაიტანა და ჰეთ-თრიკიც შეასრულა.
პსჟ 12 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და 11 დეკემბერს ბილბაოში გადამწყვეტ მატჩს ითამაშებს.
Comments powered by CComment