ხვიჩა კვარაცხელიამ კარგად დაიწყო და მისი პირველი დარტყმა კერერმა დაბლოკა, შემდეგ კი საქმეში ჰრადეცკი ჩაერთო და ქართველის კიდევ ერთი მცდელობა მოიგერია. შორეული დარტყმით ვიტინიაც სცადა, თუმცა გოლი არ გავიდა.
მონაკომ პირველი ტაიმის ბოლოს მოიპოვა მომენტი, როცა სალისუმ ბურთი ქსელში მოათავსა, მაგრამ VAR-მა ეს გოლი მალევე გააუქმა.
მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო. მეილიუმ კვარაცხელია კარგი პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ქართველმა წარმატებით ვერ დაასრულა. ამის შემდეგ ლუის ენრიკემ შეტევა გააძლიერა – მოედანზე გამოუშვა ლი, დემბელე და ნჯანტუ, რამაც თამაშის დინამიკა შეცვალა. მასპინძლებმა ამ ცვლილებებს სწრაფად უპასუხეს: მინამინომ გუნდი წინ გაიყვანა და ანგარიში 1:0 გახადა.
კვარაცხელიას 76-ე წუთზე მბაიემ შეცვალა. მალევე „მონაკო“ კერერის გაძევების შემდეგ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ პსჟ-ს უპირატესობა ვერ მოიპოვა და შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
მარცხის მიუხედავად, პარიზული კლუბი 30 ქულით კვლავ ცხრილის სათავეშია და მომდევნო ტურში 7 დეკემბერს „რენს“ მიიღებს.
Comments powered by CComment