სტუმრები თამაშში თავიდანვე აგრესიულად ჩაერთნენ და ეს ინიციატივა სწრაფად გადაიზარდა შედეგში. შეტევის ეპიცენტრში მუდმივად მოძრავი გიორგი მიქაუტაძე ჯერ იდეალური გადაცემით შექმნა მომენტი, რომელიც გოლად ალბერტო მოლეირო-მ დაასრულა, ცოტა ხანში კი თავადაც ზუსტად დაარტყა და უპირატესობა გაამყარა.
მასპინძლებმა რეაგირება სცადეს და პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა შეამცირეს, თუმცა საერთო სურათი მაინც „ვილიარეალის“ კონტროლს ექვემდებარებოდა. შესვენების შემდეგ მიქაუტაძეს დუბლის გაფორმების რეალური შანსიც ჰქონდა — მეკარესთან პირისპირ გასულმა ამჯერად მიზანს ააცილა, თუმცა მისი გავლენა თამაშზე ამით არ შემცირებულა. 75-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა მოედანი დატოვა, საბოლოო წერტილი კი ალფონსო პედრასამ დასვა.
სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მიქაუტაძის პროგრესს: მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 შეხვედრაში მან უკვე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დააგროვა — ციფრები, რომლებიც „ვილიარეალის“ შეტევის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად აქცევს.
ტურის შემდეგ „ვილიარეალი“ 38 ქულით მესამე პოზიციაზე გამაგრდა და მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს, „ალავესის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.
Comments powered by CComment