მოედანზე დაბრუნდა გიორგი მიქაუტაძე. ქართველი თავდამსხმელი 64-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 1:1 იყო. მიქაუტაძემ მალევე შექმნა სახიფათო ეპიზოდი – ახლო დარტყმით რეალური შანსი ჰქონდა გუნდის დაწინაურების, თუმცა ლუკას ბერგსტრიომმა ბრწყინვალე სეივი აჩვენა. რამდენიმე წუთში გამარჯვების გოლი ტანი ოლუვასეიმ გაიტანა.
უნაი ემერის გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 29 ქულით მესამე პოზიციაზეა. მომდევნო გამოცდა განსაკუთრებით რთული იქნება – 26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „დორტმუნდს“ შეერკინებიან.
Comments powered by CComment