მერსისაიდელთა სასტარტოში ამჯერად გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ავადმყოფობის გამო არმყოფი ალისონი შეცვალა.
პირველი ტაიმი ენერგიული იყო, თუმცა მასპინძლებისთვის პრობლემებით დაიწყო. მე-6 წუთზე ვირჯილ ვან დეიკის ხელზე თამაშის შემდეგ პენალტი დაინიშნა, ხოლო ივან პერიშიჩმა ნიშნული შეუფერხებლად გამოიყენა.
გატანილი გოლის შემდეგ „ლივერპულმა“ ტემპს მოუმატა და მე-16 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ანგარიშიც აღადგინა, თუმცა ეს მხოლოდ ეპიზოდური წარმატება აღმოჩნდა.
მეორე ნახევარში მასპინძლების დაცვის ხაზი უმართავი და ჩავარდნილი იყო. 56-ე წუთზე ტილმა სტუმრებ დააწინაურა, საბოლოო დარტყმა კი დრიუშმა მიაყენა: ორი ზუსტი დარტყმა (73-ე და 90+1) და სტუმრები „ენფილდს“ ღირსეული გამარჯვებით დაემშვიდობნენ.
ამ შედეგით „ლივერპული“ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: გუნდი 9 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს და მომდევნო გადამწყვეტ შეხვედრას 10 დეკემბერს მილანში, „ინტერთან“ ჩაატარებს.
Comments powered by CComment