ჩვენთვის მატჩის ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი ზურიკო დავითაშვილის შესვლა იყო. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში უკვე 5:0 იყო, თუმცა სწორედ მან დააგვირგვინა შეხვედრა ეფექტური გოლით.

ამ სეზონში ზურიკოს უკვე 11 მატჩში 5 გოლი აქვს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ლეგიონერი ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელად რჩება ლიგა 2-ში.

„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და 23 ქულით მეორეზე იმყოფება.