შეხვედრა საბა გოგლიჩიძისთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა: ქართველმა მცველმა 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მის წინააღმდეგ ორჯერ დაინიშნა პენალტი.
მატჩის მე-10 წუთზე გოგლიჩიძე საჯარიმოში დუშან ვლაჰოვიჩს დაუპირისპირდა, რასაც თერთმეტმეტრიანი მოჰყვა — სერბმა თავდამსხმელმა თავადვე გამოიყენა შანსი და ანგარიში გახსნა. მიუხედავად უიღბლო დასაწყისისა, „უდინეზე“ სწრაფად მოვიდა გონს და ტაიმის ბოლოს ნიკოლო ძანიოლომ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
შეხვედრის ბოლოს გოგლიჩიძე ქენან ილდიზს შეჯახდა საკუთარ საჯარიმოში — VAR-ის ჩარევის შემდეგ არბიტრმა მეორე პენალტიც დანიშნა, რომელიც თავად თურქმა ფეხბურთელმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 3:1 „იუვენტუსის“ სასარგებლოდ.
„უდინეზე“ ამჟამად 12 ქულით მე-9 პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას 1 ნოემბერს შინ „ატალანტასთან“ გამართავს.
„იუვენტუსი“ კი 15 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და იმავე დღეს სტუმრად „კრემონეზესს“ დაუპირისპირდება — გუნდს დიდი ალბათობით უკვე ლუჩანო სპალეტი უხელმძღვანელებს.
Comments powered by CComment