ქართველმა ფორვარდმა ბურთი მეტოქის კარში 70-ე წუთზე გაიტანა, რაც გადამწყვეტი გოლი აღმოჩნდა ამ მატჩში.
სტატისტიკური პლატფორმების შეფასებით, ტაბატაძე ორივე გუნდიდან ყველაზე გამორჩეული იყო — Sofascore-ზე 8.2 ქულა მიიღო, Flashscore-ზე კი 7.8.
მიმდინარე სეზონში ქართველმა თავდამსხმელმა უკვე 7 მატჩში 4 გოლი მიითვალა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირადაც იქცა. აღსანიშნავია, რომ ყველა გოლი გადამწყვეტ მომენტში გაიტანა.
ამ გამარჯვებით „კადისი“ 18 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს და მომდევნო ტურში, 20 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ბურგოსს“ დაუპირისპირდება.
Comments powered by CComment