პსჟ-მ თავიდანვე აიღო ინიციატივა და თამაშის ტემპი საკუთარი სცენარის მიხედვით მართა. ანგარიში აშრაფ ჰაკიმიმ გახსნა – მოროკოელმა მცველმა მარჯვენა ფლანგზე კომბინაცია შეასრულა და ბურთი უშუალოდ კარის ბადეში გააცურა. მალევე ქართველმა ვარსკვლავმა ინდივიდუალური ოსტატობა აჩვენა – დარტყმის წინ მცველი დახვეწილი ფინტით ჩამოიშორა, ბურთი ჰაკიმის გადასცა, რომელმაც კარგად იმოქმედა და დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმი პარიზელთა სრული დომინაციით 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის შუაში ენრიკემ, ქართველ მოთამაშეს მისცა დასვენების საშუალება, თუმცა „პარი სენ-ჟერმენი“ მაინც აგრძელებდა შეტევას. კომპენსირებულ წუთებში დუემ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

პსჟ ამ გამარჯვებით 20 ქულას აგროვებს და სატურნირო ცხრილში პირველი პოზიციით ინარჩუნებს ლიდერობას. 

გოლები:
0:1 – ჰაკიმი (29)
0:2 – ჰაკიმი (39)
0:3 – დუე (90+6)

გამოუყენებელი პენალტი:
დელ კასტილიო (58, ბრესტი)