მასიმილიანო ალვინის გუნდს ახლა 21 ქულა აქვს, თუმცა კონკურენტებზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. მიუხედავად ამისა, „ფროზინონე“ სერია A-ში დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად რჩება.
გიორგი კვერნაძემ შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 70 წუთი ითამაშა. ქართველი შემტევი ფლანგზე მოქმედებდა და აქტიურად იყო ჩართული გუნდურ შეტევებში.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაკომო კალო დასახელდა (რეიტინგი 7.9), რომელმაც ანგარიში გახსნა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
Comments powered by CComment