შეხვედრის დასაწყისი თანაბარი იყო, თუმცა პირველი ტაიმის შუა ნაწილიდან მერსისაიდელებმა ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდეს. დომენიკ სობოსლაიმ ორჯერ სცადა კურტუას კარის აღება — 27-ე წუთზე ბელგიელმა მეკარემ უნგრელს აჯობა, ხოლო 43-ე წუთზე, მამარდაშვილის წამოწყებული სწრაფი შეტევის შემდეგ, კვლავ იხსნა გუნდი.
მეორე ნახევარში არნე სლოტის გუნდი სრულად დომინირებდა. ეკიტიკე რამდენჯერმე ახლოს იყო გოლთან, ვან დაიკიც შეეცადა კუთხურიდან ანგარიშის გახსნას, მაგრამ კურტუა კვლავ უშედეგოდ ტოვებდა მოწინააღმდეგის მცდელობებს. საბოლოოდ ბელგიელის წინააღმდეგ ერთმა ზუსტად გათვლილმა ეპიზოდმა გადაწყვიტა ყველაფერი — 61-ე წუთზე სობოსლაის ფლანგური ჩაწოდება მაკ ალისტერმა თავით დააგვირგვინა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქართველმა მეკარემ კარი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეინახა მშრალად.
მერსისაიდელები ოთხი ტურის შემდეგ 9 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო ჩემპიონთა ლიგის მატჩს 27 ნოემბერს ეინდჰოვენში, პსვ-სთან ჩაატარებენ. მანამდე კი პრემიერლიგაში ორი მძიმე გამოცდა ელით — სტუმრად „მანჩესტერ სიტი“ და შინ „ნოტინგემი“.
„რეალიც“ იგივე ქულათა რაოდენობით მეხუთე პოზიციაზეა და იმავე დღეს პირეოსში „ოლიმპიაკოსთან“ მატჩისთვის მოემზადება.
Comments powered by CComment