შეხვედრა აქტიურად დაიწყო — პირველი საფრთხე სწორედ მამარდაშვილის კართან შეიქმნა, თუმცა ქართველი მეკარე ზუსტად იდგა პოზიციაზე და ბაოიას დარტყმა მოიგერია. მალე თამაში მთლიანად სტუმრების კონტროლქვეშ წარიმართა, თუმცა სწრაფ კონტრიერიშაზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს.

„ლივერპულმა“ სწრაფად უპასუხა: ეკიტიკემ სხვაობა გაანულა, ხოლო ტაიმის ბოლომდე ვან დეიკმა და კონატემ თავიანთი გოლებით მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს — 3:1 პირველ ნახევარში.

შესვენების შემდეგ ინგლისელებმა ტემპი კიდევ უფრო გაზარდეს და ორი გოლის გაიტანა მოახერხეს. 

„ლივერპულმა“ ამ გამარჯვებით 6 ქულა მოაგროვა და ჯგუფში პოზიციები გაიუმჯობესა. შემდეგ მატჩს სლოტის გუნდი 5 ნოემბერს ანფილდზე „რეალ მადრიდთან“ გამართავს.