„როცა „ნიურნბერგისგან“ შეთავაზება მივიღე, ძალიან გამიხარდა. ეს კლუბი დიდ ისტორიას ატარებს და გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. ვიცოდი, რამდენად უყვართ აქ ხალხს ფეხბურთი – ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცია გახდა,“ – ამბობს ლოჩოშვილი.
ქართველი მცველი გერმანიაში ცხოვრებას დადებითად აფასებს:
„ქალაქი დიდი და აქტიურია, ბევრი კაფე და რესტორანია, სადაც შეგიძლია დრო სასიამოვნოდ გაატარო. თავისუფალ დროს ყავაზე გასვლა მიყვარს – ეს ჩემი ყოველდღიური რიტუალია. ერთადერთი, რაც ცოტათი მიჭირს, ამინდია – აქ უფრო ცივა, ვიდრე იტალიაში (იღიმის). მაგრამ საერთო ჯამში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.“
ლოჩოშვილი აღნიშნავს, რომ გერმანულ ფეხბურთში თამაში მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა:
„მინდოდა გერმანიაში მეთამაშა, რადგან ვიცოდი, ეს ლიგა დისციპლინითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. აქ თამაში ჩემთვის ახალი გამოწვევა და განვითარების შესაძლებლობაა.“
რაც შეეხება კარიერულ მიზნებს, ქართველი მცველი ამბობს:
„ვცდილობ ყოველდღე მაქსიმუმი დავდო, რომ მომავალში წარმატებები შედეგიან შრომას მოჰყვეს. მინდა კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო – ტიტულებით, შრომით და პასუხისმგებლობით.“
Comments powered by CComment