მერვე ტურის შეხვედრაში „კაზა პიას“ წინააღმდეგ ლომინაძე სასტარტო თერთმეტეულში იყო და მე-14 წუთზე ზუსტად ქართველის გოლმა სტუმრებს უპირატესობა მოუტანა.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა შეძლეს ორი გოლის გატანა და თამაშის მიმართულება შეცვალეს, რის შემდეგაც მწვრთნელმა შესვენებაზე ლომინაძე შეცვალა. მეორე ნახევარში „ეშტორილმა“ ძალები მოიკრიბა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო – საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მიმდინარე ჩემპიონატში მას უკვე შვიდ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ორი გოლი გატანილი. „ეშტორილი“ 8 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს შინ „ნასიონალთან“ ჩაატარებს.
Comments powered by CComment