ბუნდესლიგა 2-ის მორიგ ტურში ნიურნბერგმა „ფორტუნა დიუსელდორფს“ 3:2 სძლია. ლოჩოშვილმა სრული შეხვედრა ჩაატარა და დაცვის ხაზში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშე იყო. გუნდის ამ წარმატებით კლოზემ თავისი პოზიცია შეინარჩუნა და დროებით მაინც მოიხსნა წნეხი, რომელიც ბოლო ტურის შემდეგ მასზე მძაფრად მოქმედებდა.

მატჩის შემდეგ კლოზემ Sky-სთან ემოციურად ისაუბრა:

ფეხბურთში ხშირად გჭირდება ძლიერი გული. ალბათ მალე ელექტროსტიმულატორიც დამჭირდება. თამაშმა დიდი ენერგია წაიღო, მაგრამ ბიჭებმა საოცარი მენტალიტეტი აჩვენეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ქულების გარეშე ყველაფერი რთულად იქნებოდა და სწორედ ამიტომ მიხარია, რომ დღეს ჩვენ გამარჯვება შევძელით.

საფინალო სასტვენის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა თითოეულ მოთამაშეს მიულოცა გამარჯვება, რაც მის ადამიანურ მხარესაც უსვამს ხაზს.

ფეხბურთელი რომ ვიყავი, ასეთი მომენტები ყოველთვის მახარებდა – როცა მწვრთნელი მოდიოდა, გეხვეოდა და მადლობას გიხდიდა. სწორედ ამ ემოციებშია გუნდის ერთიანობის ძალა,“ – დაამატა კლოზემ.

მიუხედავად კრიტიკისა, ლეგენდარული ფორვარდი საკუთარ პრინციპებს ერთგულად მიჰყვება.

არ ვაპირებ არაფრის ხელოვნურად შეცვლას. ჩემთვის მთავარი რწმენაა იმ გზის, რომელსაც მივყვებით – ბურთის ფლობა, სწორი ფეხბურთი და მოთამაშეთა განვითარება,“ – აღნიშნა ნიურნბერგის მთავარმა მწვრთნელმა.

19 ოქტომბერს „ნიურნბერგი“ საკუთარ მოედანზე „ჰოლშტაინ კილს“ უმასპინძლებს.