შეხვედრის მე-9 წუთზე გიორგი კვერნაძის გადაცემის შემდეგ ანგარიში ილიას კუცუპიამ გახსნა. 50-ე წუთზე ჯაკომო კალომ მეორე გოლი დაამატა. თუმცა სტუმრებმა მატჩის ბოლო წუთებში მოახერხეს გათანაბრება — ჯერ ფრანჩესკო ზამპანომ შეამცირა სხვაობა, ხოლო 89-ე წუთზე იანის მასოლინმა ანგარიში გაათანაბრა.
კვერნაძემ მინდორი 73-ე წუთზე დატოვა.
ფროზინონე ამჟამად 22 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „მოდენას“ კი სამი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში გუნდი 22 ნოემბერს „ბარის“ ესტუმრება.
Comments powered by CComment