მასიმილიანო ალვინის გუნდი პირველ ტაიმში გალო კალოს ზუსტი დარტყმით წინ გავიდა, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა ანგარიში მაქს კოდას გოლით გაათანაბრეს.

გიორგი კვერნაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და მარჯვენა ფლანგზე აქტიური თამაშით გამოირჩა. ქართველი ნახევარმცველი 88-ე წუთზე ის ნიკოლო კორადომ შეცვალა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფროზინონეს ფორვარდი მასიმო ცილი დასახელდა, რომლის გოლი 30-ე წუთზე VAR-მა არ ჩაითვალა თამაშგარეს გამო, თუმცა მთლიანობაში გუნდის შეტევის ლიდერად დარჩა.

ფროზინონესთვის ეს უკვე მეხუთე ზედიზედ წაუგებელი შეხვედრა იყო. ალვინის გუნდი ახლა 15 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და აგრძელებს ბრძოლას სერია A-ში დაბრუნებისკენ.

რაც შეეხება კვერნაძეს, ახალგაზრდა ქართველის თამაშიდან აშკარად ჩანს, რომ მას მწვრთნელი ენდობა და მისი როლი ტაქტიკურ სქემაში სულ უფრო მყარდება.