პარიზელებმა თამაში თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს. ანგარიში სწრაფად გაიხსნა, როცა პაჩომ ზუსტი თავური დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მალევე მასპინძლებს შეეძლოთ გათანაბრება — ზაბარნის ხელზე მოხვედრილი ბურთის შემდეგ მსაჯმა პენალტი მიუჩინა, თუმცა გრიმალდომ ბურთი ძელს მოარტყა და შანსი გაანიავა.

პირველი ტაიმის შუალედში მოვლენები კიდევ უფრო დაიძაბა — დუეს ანდრიხმა უხეშად იფლანგა თავი და წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც „ბაიერი“ კაცნაკლული დარჩა. თუმცა მათი უმცირესობა დიდხანს არ გაგრძელდა: ზაბარნიმ საჯარიმოში პოკუ წააქცია, თავადაც გააძევეს, ხოლო პსჟ-მ ალეიშ გარსიას ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

ამ ეპიზოდიდან მალევე ხვიჩას იდეალურმა გადაცემა დუემ გოლად აქცია, რამდენიმე წუთში კი ქართველმა თავადაც იპოვა გზა მეტოქის კარისკენ. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე დუემ დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში ფრანგული კლუბის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ნუნუ მენდეშმა მეხუთე გოლი გაიტანა, შემდეგ ალეიშ გარსიამ სხვაობა შეამცირა, თუმცა ცვლილებაზე შესულმა უსმან დემბელემ, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, სულ სამი წუთის შემდეგ თავადაც გაიტანა. მატჩის საბოლოო შედეგი ვიტინიამ დააფიქსირა — 7:2.

ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში საგოლე პასითა და გოლით დაასრულა, მოედანზე იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე და გუნდის შეტევების მთავარი ინიციატორი.

პარიზელებმა ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვეს და ახლა 9 ქულით ლიდერობენ „ინტერსა“ და „არსენალთან“ ერთად. მომდევნო მატჩს „პარი სენ ჟერმენი“ 5 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „ბაიერნთან“ გამართავს.