ლორთქიფანიძე მოედანზე მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე გამოჩნდა. ის აქტიურად ჩაერთო შეტევებისა და ბურთის განაწილების ფაზებში, რაც „კრემონეზეს“ თამაშზე დადებითად აისახა. ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი კარიერაში — პირველი წუთები სერია A-ში.
მატჩში მონაწილეობდა კიდევ ერთი ქართველი — საბა გოგლიჩიძე, რომელიც „უდინეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მთელი შეხვედრა ჩაატარა. დაცვის ხაზში ის კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ, რაც იტალიური მედიის შეფასებებშიც აისახა.
შეხვედრაში ანგარიში პირველ ტაიმში ტერაჩანომ გახსნა და „კრემონეზე“ წინ გაიყვანა, თუმცა მეორე ნახევარში ნიკოლო ზანიოლომ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაინაწილეს.
შვიდი ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 10 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო „უდინეზე“ ერთი ქულით ჩამორჩება და მეთერთმეტე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ლორთქიფანიძის გუნდი შინ „ატალანტას“ დაუპირისპირდება, გოგლიჩიძის მეტოქე კი „ლეჩე“ იქნება.
Comments powered by CComment