გიორგი გოგლიჩიძე კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო გუნდის დაცვაში — ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და შეხვედრა სრულად ჩაატარა.

მატჩის პირველი ტაიმი მასპინძელთათვის იდეალურად წარიმართა: კალსტრიომმა ანგარიში 16-ე წუთზე გახსნა, ხოლო დევისმა 37-ე წუთზე უპირატესობა გააორმაგა. მეორე ნახევარში ბერიშამ სხვაობა შეამცირა, თუმცა 89-ე წუთზე ბუკსამ „უდინეზეს“ მესამე გოლი გაუტანა და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა. სტუმრებმა დამატებულ წუთებში კიდევ ერთხელ მოახერხეს გოლის გატანა (ჟოსლენი, 90+6), მაგრამ დრო აღარ დარჩათ.

„უდინეზე“ ამ გამარჯვებით 12 ქულამდე ავიდა და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში გუნდს რთული გამოცდა ელოდება — 29 ოქტომბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.