პირველი ტაიმის მიწურულს ჰაიდენჰამის მცველი ტიმ ზირსლებენი 44-ე წუთზე წითელი ბარათით გააძევეს, რის შემდეგაც  ათი კაცით დარჩნენ. რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება სტუმრებმა შესვენების შემდეგ მოახერხეს. 83-ე წუთზე რობერტ გლატცელმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა და „ჰამბურგი“ მერვედფინალში გაიყვანა.

ამ შეხვედრაში მოედანზე ორი ქართველი იყო. ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 72-ე წუთამდე თამაშობდა. გიორგი გოჩოლეიშვილი კი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა — მან ბოლო ორი მატჩი სახის დაზიანების გამო გამოტოვა, თუმცა ახლა ნიღბის გარეშე შეუცვლელად იასპარეზა და გუნდის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„ჰაიდენჰაიმი“ ახლა ბუნდესლიგაზე გადაერთვება — 1 ნოემბერს გუნდი საკუთარ მოედანზე „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ხოლო „ჰამბურგი“ 2 ნოემბერს „კიოლნს“ ესტუმრება.