ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 66 წუთი გაატარა და შეტევაში მაქსიმალურად აქტიური იყო, თუმცა ინგლისელთა დაცვა საიმედოდ მოქმედებდა. მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა — 17-ე წუთზე ერლინ ჰოლანმა ანგარიში გახსნა, ხოლო 40-ე წუთზე ბერნარდო სილვამ სხვაობა ორამდე გაზარდა.

„ვილიარეალი“ სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთ ქულას ფლობს და 5 ნოემბერს „პაფოსს“ ესტუმრება.