„ლივერპულმა“ მამარდაშვილი 2024 წლის ზაფხულში „ვალენსიადან“ გადაიბირა. ტრანსფერი 25 მილიონ ფუნტად გაფორმდა, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით თანხამ 29 მილიონამდე მიაღწია. „ლივერპული“ მამარდაშვილით სწორედ „ევრო 2024“-ზე დაინტერესდა — ტურნირზე, სადაც ქართველი მეკარე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ იყო.

ალისონ ბეკერის ტრავმის ფონზე, გიორგი უკვე გახდა გუნდის ძირითადი მეკარე და შანსი ღირსეულად გამოიყენა. მისი კლასი ლიგის თასზე „საუთჰემპტონთან“ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რაც მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმაც აღნიშნა:

„ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გვყავდა, მაგრამ მისი პირველი მატჩები ნათლად აჩვენებს, რამდენად სწრაფად მოერგო კლუბს. გიორგის დიდი ხარისხი აქვს და მას შეუძლია ლიდერად ჩამოყალიბება.“

დღეს, „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება, და სწორედ მამარდაშვილი დაიცავს „ენფილდის“ კარს.