გუნდის ძირითად შემადგენლობაში მატჩი დაიწყო საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ გიორბელიძემ, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა და 7.7 შეფასება მიიღო — რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გუნდში.

29 წლის ფეხბურთელმა მთელი 90 წუთი ითამაშა და კვლავაც დაამტკიცა, რომ „ერზურუმსპორის“ დაცვის ხაზში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფიგურაა.

გუნდმა გამარჯვება მეორე ტაიმში მოიპოვა — 66-ე წუთზე ანგარიში გახსნა მუსტაფა ფეთთაოღლუმ, ხოლო საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე ჩეიკნე სილამ დააფიქსირა.

ამ წარმატებით „ერზურუმსპორი“ 19 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ზედა ექვსეულში ბრძოლას აგრძელებს.