დავითაშვილი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე გახლდათ.
ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა 12 მატჩში, რაც ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში ნახევარმცველებს შორის.
„სენტ-ეტიენი“ ამ დროისთვის 23 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო ტურში, 8 ნოემბერს, გასვლაზე „ტრუას“ დაუპირისპირდება – მატჩი, რომელიც გუნდისთვის მნიშვნელოვან ტესტად იქცევა სატურნირო ამბიციების შესანარჩუნებლად.
Comments powered by CComment