31 წლის თავდამსხმელმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა. ეს ბუდუსთვის პირველი შედეგიანი მოქმედება იყო 231 დღის შემდეგ — ბოლოს ის 16 მარტს, ჰოლშტაინ კილთან შეხვედრაში გამოირჩა, როცა გოლიც და საგოლე პასიც მიითვალა. თუმცა, ჰაიდენჰაიმმა გამარჯვება ვერ შეინარჩუნა — 55-ე წუთზე რასმუს კრისტენსენმა ანგარიში გაათანაბრა. 9 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტური ჰაიდენჰაიმს 8 ნოემბერს, სტუმრად ლევერკუზენის წინააღმდეგ ექნება.
Comments powered by CComment