ქართველი ფორვარდის მონაწილეობით „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ მოედანზე „ვერდერ ბრემენი“ მიიღო და ორჯერ ჩამორჩენის მიუხედავად შეხვედრა ფრედ – 2:2 დაასრულა.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან ზივზვაძე აქტიურად იყო ჩართული თამაშში — იგებდა ორთაბრძოლებს, ინარჩუნებდა ბურთს და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია მეტოქის კარს. 21-ე წუთზე მას რეალური შანსი ჰქონდა ანგარიშის გასახსნელად, თუმცა ბრემენის მცველმა ბურთი კარის ხაზიდან მოიგერია. მეორე ტაიმში ზივზვაძე კვლავ აქტიური იყო და სწორედ მის პრესინგს მოჰყვა ეპიზოდი, რომელმაც შიმერის გოლი მოუტანა.
Comments powered by CComment