„ეშტორილმა“ აგვისტოში სამი შეხვედრა ჩაატარა — „ტონდელას“, „გიმარაეშისა“ და „ესტრელას“ წინააღმდეგ. ამ მატჩებში ლომინაძე ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და შედეგიანი ფეხბურთელი იყო, რაც საბოლოოდ თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულით დაფასდა.
23 წლის ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში მეორე სეზონს ატარებს და თანდათან გუნდში მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, ლომინაძის ფორმა და პროგრესი ნათლად მიუთითებს მის მზარდ პროფესიონალიზმზე.
ამ ეტაპზე „ეშტორილი“ პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.
Comments powered by CComment