მეორე ტაიმში თამაშის ტემპის ასაწევად ლუის ენრიკემ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია შეუშვა, რომელიც 71-ე წუთზე ჩაერთო. ქართველი შემტევის შემოსვლა თამაშის დინამიკას მალევე დაეტყო — სწორედ მისი გრძელი პასით შეძლო ბრედლი ბარკოლამ  სტუმართა კარის აღება და ანგარიში საბოლოოდ დაფიქსირება.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქართველ შემტევს უკვე ჩატარებული აქვს 11 შეხვედრა, სადაც 1 გოლის გატანასა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთებას შეძლო.

30 ქულით ლიდერობის განმტკიცების შემდეგ, პსჟ ყურადღებას უკვე ევროპის ასპარეზზე გადართავს — 27 ნოემბერს პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ უმასპინძლებენ.