გადამწყვეტი როლი ისევ ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო და რამდენიმე წუთში პენალტით თავის გუნდი დააწინაურა, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. კიტეიშვილმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და „შტურმს“ დამსახურებული სამი ქულა მოუტანა.

კიტეიშვილის სტატისტიკაც შთამბეჭდავად გამოიყურება: მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მას უკვე 20 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

„შტურმი“ ახლა 25 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. გუნდს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და ლიდერ „ზალცბურგს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. გრაცელები მომდევნო ტურში 3 დეკემბერს „ტიროლს“ უმასპინძლებენ – შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება ჩემპიონატის ზედა ზონისთვის.