მოედანს დაუბრუნდა მეკარე ალისონი, რომელმაც მოშუშებული ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. მიუხედავად სამი გაშვებული გოლისა, მისი შეფასებები შედარებით პოზიტიური იყო.
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ შეხვედრაში სათადარიგოთა რიგებში დარჩა.

მიმდინარე შედეგებით „ლივერპული“ 18 ქულით მეათე პოზიციაზე იმყოფება და ახლა მთლიან ყურადღებას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს უთმობს – 27 ნოემბერს „ენფილდი“ პსვ-ს უმასპინძლებს.