რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში შეხვედრას ტა-ქალიშის „სენტენარი სტადიონზე“ გამართავს, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა დღეს მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ჩაატარეს.

მატჩი მალტასა და საქართველოს შორის შედგება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ხოლო თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი – სპორტი შემოგვთავაზებს.