საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმირებული ლაცაბიძისა და ეგოანის გარეშე თამაში მოუწია, სწრაფ კონტრშეტევებზე გადადიოდა. ასეთ ეპიზოდში რეალური შანსი გვასალიას მიეცა, თუმცა მომენტი ვერ გამოვიყენეთ.
ტაიმის დასრულებამდე დამატებულ წუთებში დაცვაში დაშვებული შეცდომა ძვირად დაგვიჯდა – კუთხურის შემდეგ კარლმა ანგარიში გახსნა და სტუმრებს უპირატესობა მოუპოვა.
შესვენებაზე ტაბატაძე შეცვლა პარკაძემ, მალევე კი ხარებაშვილმა ტრავმით დატოვა მოედანი, რომელიც ქარსელაძემ შეცვალა. შეცვლებმა თამაშის სურათი ვერ შეცვალა – გერმანია ისევ მაღალ ტემპს ინარჩუნებდა. ბერუაშვილმა ერთი ძალიან ძნელი ბურთი მოიგერია, როცა კარლის დარტყმა დამაჯერებლად მოიგერია, თუმცა 58-ე წუთზე ტრეზოლდის შორიდან ჩარტყმული ბურთი რიკოშეტით აღმოჩნდა ჩვენი კარის ბადეში.
მარცხის შემდეგ საქართველო F ჯგუფში 5 ქულით მეოთხე პოზიციაზე რჩება. მომდევნო მატჩი 2026 წლის 27 მარტს, თბილისში, ლატვიის წინააღმდეგ გაიმართება, თუმცა ამ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლის პერსპექტივა მეტად გართულებულია.
სტადიონი: თბილისი, „მიხეილ მესხი“
საბოლოო ანგარიში: საქართველო – გერმანია 0:2
გოლები: კარლი (45+2), ტრეზოლდი (58)
საქართველოს შემადგენლობა:
ბერუაშვილი; ხარებაშვილი (ქარსელაძე 55), გიუნაშვილი, ბუკია, ლორთქიფანიძე (წულუკიძე 67); დადიანი, ბასილაძე, გვასალია; ჯაფარიძე (ბერელიძე 67), ტაბატაძე (პარკაძე 46), დეისაძე (ღურწკაია 84)
Comments powered by CComment