უარყოფით შედეგებს — ესპანეთთან, თურქეთთან და ბულგარეთთან მარცხს — პირდაპირი გავლენა ჰქონდა ინდექსზე, სადაც ნაკრებმა 18.04 ქულა დაკარგა.

საქართველოს ამჟამად 1347.88 ქულა აქვს და 73-ე პოზიციაზე იმყოფება — რაც სამი საფეხურით დაქვეითებას ნიშნავს. ეროვნულ გუნდს ამჯერად კაბო ვერდემ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ და განამ გადაუსწრეს. უშუალო სამეზობლო ასე გამოიყურება:

  • 71. ბოსნია-ჰერცეგოვინა — 1362.37 ქულა

  • 72. განა — 1351.09

  • 73. საქართველო — 1347.88

  • 74. ისლანდია — 1344.72

  • 75. ფინეთი — 1341.81

ტოპ-რეიტინგში ლიდერი უცვლელია — ესპანეთი კვლავ პირველ ადგილზეა.