სანიოლის გუნდი მზად არის
ეროვნულმა გუნდმა ბოლო პერიოდში დამაჯერებელი თამაში გვაჩვენა — სომხეთთან ორმატჩიან დუელში (9:1 ჯამში) იოლად იმარჯვა და ამხანაგურ შეხვედრებში სტაბილურობა აჩვენა. ერთადერთი მარცხი გასულ წელს ჩეხეთთან დაფიქსირდა. ვილი სანიოლის განკარგულებაში ახლა 24 ფეხბურთელია.

მეტოქე და შანსები
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ძლიერი შემადგენლობით გამოდის. გუნდის ლიდერებს შორის არიან ჰაკან ჩალხანოღლუ, არდა გიულერი და კენან ილდიზი. თუმცა საქართველოშიც გვყვავს ვარსკვლავები — ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი.

დანაკლისები
ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, თუმცა ეს დანაკლისი სანიოლის გეგმებს არ ცვლის — გუნდის მთავარი იარაღი კვლავ ერთიანობა და კოლექტიური თამაში იქნება.

ისტორიის გაგრძელება
ქართველებს კარგად ახსოვთ ევროპის ჩემპიონატზე გამართული დრამატული მატჩი თურქეთთან, სადაც ბევრი საგოლე შანსი გავუშვით ხელიდან და ბოლო წუთებზე მესამე გოლი ცარიელ კარში მივიღეთ. ახლა დროა, ისტორია სხვაგვარად განვითარდეს.

მოლოდინი
სავსე ტრიბუნები, განსაკუთრებული ატმოსფერო და ემოციური საღამო — ეს არის ის, რასაც თბილისი დღეს თურქებს ელით. . საქართველოს ნაკრები ახალ ციკლს დიდი მიზნებით იწყებს — მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა რეალური ოცნებაა.