მიზეზი გასაგებია — მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ ორი მარცხი მიითვალა: ესპანეთთან 0:2 და თურქეთთან 1:4. ამ შედეგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 11.4 ქულა დაკარგა და 1365.92 ქულით ორი პოზიციით ჩამოქვეითდა.
ჩვენი ჯგუფის სხვა წარმომადგენლებმა პოზიციები შეინარჩუნეს: ესპანეთი 1880.76 ქულით მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, თურქეთი 26-ე პოზიციაზეა (1570.18 ქულა), ბულგარეთი კი 91-ე ადგილს იკავებს (1263.07 ქულა). საქართველოს წინ იამაიკა (68) და ჩრდილოეთ ირლანდია (69) არიან.
მსოფლიოს მასშტაბითაც ცვლილებები ფიქსირდება — არგენტინამ საფრანგეთს გადაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა, ნიდერლანდებმა და ბრაზილიამ ადგილები გაცვალეს, ხოლო ხორვატიამ ორი პოზიცია დაკარგა და ტოპ-ათეულიდან გავიდა.
ფიფას ოქტომბრის რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:
1️⃣ ესპანეთი – 1880.37
2️⃣ არგენტინა – 1872.43
3️⃣ საფრანგეთი – 1862.71
4️⃣ ინგლისი – 1824.30
5️⃣ პორტუგალია – 1778.00
6️⃣ ნიდერლანდები – 1759.96
7️⃣ ბრაზილია – 1758.85
8️⃣ ბელგია – 1740.01
9️⃣ იტალია – 1717.15
🔟 გერმანია – 1713.30
საქართველოს ნაკრები მომდევნო გამოცდას ნოემბერში გაივლის — სწორედ ამ თვეში ჩატარდება ფიფას შემდეგი განახლება, რომელიც განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ჩვენი გუნდი პოზიციების დაბრუნებას.
Comments powered by CComment