🔹 რას თქვა ჭიაბრიშვილმა?
„ჩემი შეფასება შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია – ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია. წლიდან წლამდე ხარისხი ეცემა, ერთ დონეზეც ვერ ვჩერდებით. ეს არ არის მხოლოდ კლუბების პრობლემა – ფედერაციამ და სახელმწიფომაც უნდა იმოქმედონ. ყველამ ერთად უნდა მოილაპარაკოს, რომ ლიგას ეშველოს,“ – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა საგარეჯოს „გარეჯთან“ (1:0) მოგების შემდეგ.
🔹 კობიაშვილის რეაქცია
კობიაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„ვიდეო ვნახე და სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ გავიგე. ვერც იმას ვხვდები, ჭიაბრიშვილი მწვრთნელია თუ ექსპერტი. ისეთ რაღაცებს საუბრობს, ბოდიშით, მაგრამ სისულელეა. ამბობს, რომ ფედერაციამ და სახელმწიფომ უნდა გააუმჯობესონ ჩემპიონატის დონე. კი ბატონო, ვიცით, რომ დაბალია – ამას წლებია ვიმეორებ. მაგრამ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? ფეხბურთელები შენ მოიყვანე, კონტრაქტები შენ გააფორმე, შენ ამზადებ, შენ ავარჯიშებ, ტაქტიკას შენ განაგებ – ეს ყველაფერი შენი პასუხისმგებლობაა. მე როგორ უნდა ავუწიო შენი გუნდის დონის ხარისხს?“
ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი გზავნილები არასწორია და უფრო აზიანებს ქართულ ფეხბურთს:
„სამწუხაროა, რომ ასეთ მესიჯს კარგად ყიდი და ვიღაცამ შეიძლება დაიჯეროს კიდეც. მწვრთნელისგან პირიქით ველოდებით – თავისი მუშაობით გუნდს უნდა შემატოს და საერთო დონე ასწიოს. გიორგი ჭიაბრიშვილმა არაერთ გუნდში იმუშავა, ევროტურნირებზეც აქვს გამოცდილება. სწორედ ასეთმა სპეციალისტებმა უნდა შექმნან ხარისხი, და არა სხვაზე გადატანონ პასუხისმგებლობა.“
Comments powered by CComment