ისლანდიასთან მძიმე 1:5-ის შემდეგ ქართველებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი აშკარად დომინირებდა — შეიქმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოხერხდა.
მეორე ნახევარში ბართიშვილმა თავადვე მოპოვებული საჯარიმო ზუსტად დაარტყა და საქართველო წინ გაიყვანა (1:0). თუმცა უპირატესობა დიდხანს არ შენარჩუნებულა — ბერძნებმა სწრაფად უპასუხეს ორი გოლით, ხოლო ერთ ეპიზოდში ბართიშვილი აშკარად წაიქცა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა და ქართველ ფეხბურთელს სიმულაციისთვის გაფრთხილება მისცა.
დასასრულს ჩვენი გუნდი მთელი ძალით უტევდა, მაგრამ გადამწყვეტი ბურთის გატანა ვერ მოვახერხერხეთ.
საქართველო – საბერძნეთი 1:2
გოლები: ბართიშვილი (49) – სოუილატიზისი (56), პაპასარაფიანოსი (70)
🔚 საქართველოს U17 ნაკრებმა საკვალიფიკაციო ციკლი მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა სამგუნდიან ჯგუფში ეს შედეგი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
Comments powered by CComment