კვარაცხელიას პროგრესი გრძელდება — ქართველი ვარსკვლავი „ოქროს ბურთის“ რბოლაში ტოპ-10-ში შევიდა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველმა შეხვედრებმა ინდივიდუალურ პრიზებზეც პირდაპირი გავლენა მოახდინა. ავტორიტეტულმა პლატფორმამ Goal განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სია, სადაც ხვიჩა კვარაცხელია საგრძნობლად დაწინაურდა.